Samstag, 14. Oktober 2017

დღე მეცხრე

დასრულდა ჩვენი ტრენინგიც, ძალიან ვღელავდი თუმცა ჩემმა პრეზენტაციამ შეიძლება ითქვას ნორმალურად ჩაიარა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით(სიზარმაცეს ვერ ვერევი). 
დიდი მადლობა ბატონ დავითს საინტერესო და მრავლისმომცემი ტერნინგისთვის, ასევე ტრენინგის თითოეულ მონაწილეს კურსის განმავლობაში შექმნილი დადებითი ატმოსფეროსათვის. 

Sonntag, 8. Oktober 2017

დღე მერვე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს  უახლოვდება, დღევანდელი დღეც  როგორც ყველა ტრენინგ-დღე ნაყოფიერი იყო, ვისწავლეთ ბევრი რამ ბლოგზე ღილაკის გაკეთება და დრაივის საქაღალდის მიბმა და ა.შ

Sonntag, 1. Oktober 2017

დღე მეშვიდე

დღე დავიწყეთ უკვე შესრულებული დავალებების მიმოხილვით, ტრენერმა მოგვაწოდა  ინფორმაცია ინფორმაციული და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების კონფერენციასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე, გამნავითარებელ თვითშეფასებაზე და ა.შ.  

Sonntag, 24. September 2017

დღე მეექვსე

გადავხედეთ და კიდევ ერთხელ შევაფასეთ ჩვენი გეგმით გათვალისწინებული  დავალებები, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და შევავსეთ ტესტი, ასევე შევავსეთ IQ ტესტი. კიდევ ერთხელ გადავხედეთ საპრეზენტაციო პროგრამა  PowerPiont_ს და დავაზუსტეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ბოლოს განვიხილეთ და ვისწავლეთ Google-ს ზოგიერთი აპლიკაციის  გამოყენება. 

Samstag, 23. September 2017

დღე მეხუთე

დღეს გადავხედეთ ჩვენს შესრულებულ დავალებებს, გავიგეთ საავტორო უფლებების შესახებ, განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად, ასევე გავეცანით უკუკავშირის სახეებს და უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს.

Sonntag, 17. September 2017

დღე მეოთხე

დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა, გავეცანით Google Drive- ს სხვადასხვა ფუნქციებს, Google Form-ში კითხვარის შექმნას და ბლოგზე სურათის და ვიდეოს დამატებას. ტრენინგი საინტერესო იყო, ბევრი ახალი რამ გავიგეთ.

Samstag, 16. September 2017

დღე მესამე

დღევანდელი დღეც საინტერესო იყო, გავიმეორეთ წინა ტრენინგ დღეზე ნასწავლი პუბლიკაციების შექმნა, გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენას და  რუბრიკას, ასევე ბლოგზე სურათის, ვიდეოს და Link-ის ჩასმას.